გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

543

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ცნობით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხურვალეთის სატუმბ სადგურს, შეიცვალა სადგურის ტრანსფორმატორი, მოწესრიგდა ელექტრომექანიკური მოწყობილობები, გამოიცვალა სადაწნეო მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები.

„ხურვალეთის სატუმბი სადგურის აღდგენამ ნადარბაზევის წყალსაცავი 900 ათასი მ³ წყლით უკვე შეავსო, სარწყავი სეზონის დაწყებისთვის წყალსაცავს კიდევ 700 ათასი მ³ სარწყავი წყალი დაემატება. უკვე განხორციელებული პირველი ეტაპის სამუშაოების შედეგად, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების 600 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება. სარეაბილიტაციო სამუშოების სრულად განხორციელების შემდეგ, წყალუზრუნველყოფილი ფართობი 1500-მდე გაიზრდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.