გორში თემაზე – “ღია მმართველობა – მიღწევები და გამოწვევები” საჯარო დისკუსია გაიმართა

205

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის” (GGI) ფარგლებში, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თემაზე – „ღია მმართველობა – მიღწევები და გამოწვევები“, საჯარო დისკუსია გაიმართა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო 2018 წლის 17-19 ივლისს, “ღია მმართველობის პარტნიორობის” მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლებს. ღონისძიებას 75-მდე ქვეყნის 2000 წარმომადგენელი, მათ შორის, მაღალი რანგის სტუმრები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგნელები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.