ქუთაისის საკრებულოს გენდერულმა საბჭომ სამოქმედო გეგმა მიიღო

723

ქუთაისის საკრებულოს ახლადშექმნილმა გენდერულმა საბჭომ 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა მიიღო. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

საბჭოს ძირითადი ამოცანა გენდერული ნიშნით ძალადობასა და ფემიციდის საკითხებზე მუშაობა იქნება. ამ მიზნით, საბჭო შსს-თან, პროკურატურასთან, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებთან, პრემიერ-მინისტრისა და სახალხო დმაცველის აპარატის შესაბამისი მიმართულების დეპარტამენტებთან აპირებს თანამშრომლობას.

საბჭო გეგმავს საგანმანათლებლო მიზნით საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა გადამზადებას. შეიქმნება ფოკუს-ჯგუფები, რომლებიც ქალთა საჭიროებების გამოვლენაზე იმუშავებენ. საბჭო აქტიურად იმუშავებს ქალაქის ბიუჯეტის გენდერული პრინციპებით ფორმირებაზეც.

წლის განმავლობაში გამოვლენილი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ თავიანთი რეკომენდაცები საბჭომ ქალაქის მერიას უნდა წარუდგინოს.