ასპინძაში შიდა გზებისა და წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

558

ასპინძის მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაცია ჭავჭავაძის, ტაბიძის, მარჯანიშვილის, გოგებაშვილის და გორგასალის ქუჩებზე მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ქუზებზე ასფალტო-ბეტონის საფარი ჯამში 2 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე დაიგება.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 435 ათასი ლარით ფინანსდება. 

ამასთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გოგებაშვილის ქუჩაზე ახალი წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციასაც ახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის პრობლემას. საგზაო ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

მერიის ცნობით, ასევე, დაბა ასპინძაში ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის, დედაენის და ერეკლე II-ის ქუჩებზეც, ასფალტ-ბეტონის საფარი 1, 525 მეტრი სიგრძის გზაზე მოეწყობა.