გორის მერი: ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად თანამშრომელთა შემცირებით ეკონომია გაკეთდა

655

ქალაქის სტატუსის გაუქმებიდან 6 თვის შემდეგ, გორის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგებს აჯამებენ. გორის მერი კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებით თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა, რამაც მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხები დაზოგა. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

“იცით, რომ მოხდა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება და მოგვიწია თანამშრომელთა შემცირება. კადრების ნაკლებმა რაოდენობამ, რა თქმა უნდა, ეკონომია გამოიწვია. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მერიის საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახურიდან გამოითხოვოთ და თავადვე გაეცნოთ მონაცემებს“, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.