თბილისის ასზე მეტ ბაღში უსაფრთხოების ბადეები დამონტაჟდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ბაღებში ფანჯრებზე უსაფრთხოების ბადეებს ამონტაჟებს.

უწყების ცნობით, სამუშაოები 100-ზე მეტ ბაღში უკვე დასრულდა, ხოლო 58 საბავშვო ბაღში ჯერ ისევ მიმდინარეობს.

ბადეების მონტაჟი სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით ხორციელდება, რაც ითვალისწინებს საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ფანჯრების საევაკუაციო მიზნით გამოყენებას.

მიმდინარე სამუშაოები მაისის ბოლომდე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები