დუშეთში, ბარისახოსა და მაღაროსკარში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

555

დუშეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში ბარისახოსა და მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამანქანე გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სოფელ აკუშომდეში გაიწმინდა საოფლამდე მისასვლელი გზის 8 კილომეტრიანი მინაკვეთი, განხორციელდა დახრამული მონაკვეთების შევსება, ჩამონაშალებისაგან გაიწმინდა, გასწორდა და დაიტკეპნა გზა.

ასევე, სოფელ ლიქოკისჭალაში, იწმინდება ლიქოკის ხევის კალაპოტი. უწყების ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია 6 მეტრიანი ხიდ-ბოგორისა და დამცავი რკინა-ბეტონის ნაგებობების და ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა.

მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გომეწარში, მეწყერისაგან დაზიანებული გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, იწმინდება სამანქანე გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის მდგომარეობაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმინდა მოსახლეობას.

მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტი ითვალისწინებს გზის გაწმენდას ჩამონაშალისაგან, საფარის შევსებას, მოსწორებასა და დატკეპნას, აგრეთვე, საფეხმავლო ხიდების, სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემების მოწყობას.

სამუშაოები სოფელ გომეწარში მაისის  ბოლომდე დასრულდება.