ახალციხეში, საბარგო სადგურზე ახლადგაკეთებული ბორდიურები იშლება

968

ახალციხის შესასვლელში, იქ სადაც ექვსი თვის წინ, გზის რეაბილიტაცია დასრულდა, ბორდიურები იშლება. საბარგო სადგურზე, საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით გზის მოასფალტება შპს „ქროსფოინტმა“ უზრუნველყო. 2 კმ–სა და 600 მეტრ სიგრძეზე დაიგო ასფალტი და გაკეთდა ტროტუარები. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

„სიცივე იყო, როდესაც მუშაობდნენ, სავარაუდოდ ამის გამო დასკდა და ჩამოიშალა“, – ამბობენ საბარგო სადგურზე მცხოვრებლები.

ბორდიურების დაზიანების მიზეზი შპს „ქროსფოინტში“ არ იციან, თუმცა ამბობენ, რომ დაზიანების შესახებ მათთვის ცნობილია და რამდენიმე დღეში აღდგენას დაიწყებენ.