ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

732

მერიის ცნობით, ქალაქ ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სიონისა და შაშიკაშვილის ქუჩების, ასევე ფრიდონ ხალვაშის მე-8 ჩიხის კეთილმოწყობა.

სამუშაოები პირველ მარტს დაიწყო და 27 სექტემბრამდე წინსწრებით დასრულდება.

პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე არხი, გარეგანათების ბოძები და სანიაღვრე ჭები, ასევე  მოეწყობა ასფალტის საფარი.

სამუშაოების ღირებულება 384 ათას ლარს შეადგენს.