ზუგდიდიში დადიანების ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1492

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდიში დადიანების ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, შენობის ორივე სართულზე შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები და გარე ფასადის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციის პროექტს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით ახორციელებს.

დადიანების სასახლეთა კომპლექსში შემავალი ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებში, არქიტექტორ ლეონიდ ვასილიევის მიერ აშენდა.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმი წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა დროულ რეაბილიტაციას.