გორის 11 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

675

გორში სამების, ნინოშვილის, თბილისის, თოიძის, დავითაშვილის ქუჩების, ძმები რომელაშვილების, ატენის, ეკატერინე გაბაშვილის, თრიალეთის, მარაბდელისა და ნიკო კეცხოველის ქუჩების მონაკვეთების სარეაბლიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოების ღირებულება 2 905 732 ლარია.

პროექტების მიხედვით სატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილის, საფეხმავლოებისა და სანიაღვრეების რეაბილიტაცია იგეგმება.

მიმდინარე სამუშაოების შედეგად, გორში 3 651 მეტრის სიგრძის საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.