რუსთავში მცხოვრებნი დასუფთავების მოსაკრებლის გადახდას “ლიბერთი ბანკის’’ აპარატებიდან შეძლებენ

2004

რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი გახდა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა “ლიბერთი ბანკის’’ სწრაფი გადახდის აპარატებიდან.

მერიის ცნოობით, გადასახადის გადახდის დროს, არ მოხდება საკომისიოს დაქვითვა.

უწყების ინფორმაციით, დასუფთავების მოსაკრებლის ,,ლიბერთი ბანკის’’ სწრაფი გადახდის აპარატიდან გადახდა, უკვე შესაძლებელია მეგობრობის გამზირზე განლაგებული აპარატებიდან, თვის ბოლოდან კი, აღნიშნული სერვისით სარგებლობას რუსთავში მცხოვრებნი, ქალაქში არსებული ნებისმიერი “ლიბერთი ბანკის” აპარატიდან შეძლებენ.