ქუთაისში გარევჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ

544

მათი განცხადებით, მერიის შეთავაზების მიღებას და სამუშაოდ ბაზრებში შესვლას არ აპირებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თავის დროზე ისინი სწორედ ბაზრობიდან გამოვიდნენ და სამუშაოდ გარეთ დადგნენ.

გარემოვაჭრეთა განცხადებით, თითოეულ მათგანს უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობა, ბანკის ვალი აქვთ და გარევაჭრობა მათთვის თავის რჩენის ერთადერთი წყაროა.

21 აპრილიდან ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე გარემოვაჭრეებს საქმიანობა აეკრძალათ.  ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვა 1 მარტიდან დაიწყო.