გორის მერიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლიტვაშია

698

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გელა კაპანაძე, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ლიტვაშია. კაუნასის მუნიციპალიტეტში გორის მერიის დელეგაციის ვიზიტი გაცნობითი ხასიათისაა და სამომავლო თანამშრომლობას ისახავს მიზნად. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

გელა კაპანაძე კაუნასის მუნიციპალიტეტის მერს ვალერიუ მაკუნასს, მის მოადგილეებსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა.

გორის მერიის ცნობით, კაუნასისა და გორის მუნიციპალიტეტები სხვადასხვა მიმართულების ერთობლივ პროექტებს განახრციელებენ. დაგეგმილია სამომავლო თანამშრომლობა განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, მერიის წარმომადგენლები კაუნასის მუნიციაპლიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს გაეცნობიან, რომელიც განათლების, ენერგოეფექტურობის , ინდუსტრიის განვითარების და სოციალური მიმართულებით განხორციელდა.

გორის მუნიციპალიტეტის ვიზიტი ლიტვაში 25 აპრილამდე გაგრძელდება.