აჭარა 14 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა

750

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „KITF 2018“ წარადგინა, სადაც დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა.  ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

“მთელ მსოფლიოში ყველა მნიშვნელოვანი ორგანიზაცია თუ კომპანია მსგავს გამოფენებზეა წარმოდგენილი, რაც ძალიან კარგი საშუალებაა საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ მიმდინარე წელს, რეგიონს ჯამში 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გავუწევთ პოპულარიზაციას, რაც 16 სამიზნე ქვეყანაში აქტიურ სარეკლამო კამპანიებთან ერთად აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგს და რეგიონში გაიზრდება ტურისტების რაოდენობა“, – განცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის უფროსმა ნინო ხახუბიამ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა იანვრიდან დღემდე 14 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია აჭარას რეკლამირება. მათ შორის ვილნიუსის, ბერლინის, მადრიდის, ტალინის, თელ-ავივის, ჰელსინკის, სტამბოლისა და პეკინის ტურისტულ გამოფენებზე.