გიორგი ჭიღვარია: ქუთაისში უნებართვო გარევაჭრობას აღარ დავუშვებთ

661

წინა სტატია

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულებს გარემოვაჭრეებს შეხვდა. მერმა თქვა, რომ ის ტროტუარები, რომელიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა რეაბილიტირდება და ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორია ინფრასტრუქტურულად გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

“უნებართვო გარევაჭრობა უკვე მთელი ქალაქის მასშტაბით აიკრძალა.ყველა გარემოვაჭრემ ალტერნატიული სამუშაო ფართი მიიღო და ადგილზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ არ დავუშვებთ უნებართვო გარევაჭრობას. ქალაქმა უნდა შეინარჩუნოს იერსახე, ტერიტორია უკვე დასუფთავდა. ამჯერად იმ ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა. ადგილზე ინფრასტრუქტურაც გაიმართება და მოწესრიგდება სამუშაოები უკვე დაწყებულია,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღავრიამ.

21 აპრილიდან ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გარევაჭრობა აიკრძალა. ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვა 1 მარტიდან დაიწყო.