ქუთაისში ქართული ინვესტიციით სპირტის ქარხანა ამოქმედდება

760

ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ქართული ინვესტიციით სპირტის ქარხანა აშენდება. ამის შესახებ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დირექტორმა სოსო ნიბლაძემ თქვა. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

ნიბლაძის ინფორმაციით, პროექტს ქართველი ბიზნესმენების ჯგუფი, კერძოდ,კი  კომპანია „გლობალ თრეიდინგ სპირიტსი“ ახორციელებს. პროექტში დაახლებით 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და გამოშვებული პროდუქცია 100 პროცენტით საექსპორტო იქნება.

„დაახლოებით, 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებულ შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება“-აცხადებს ნიბლაძე.