ქედის განვითარების სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

674

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) სამუშაო ვიზიტით პარტნიორი ორგანიზაციის – ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტის (ÖIR) წარმომადგენლები ეწვივნენ.

შეხვედრაზე პროექტის მიმდინარეობის, ქედის LAG-ი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებულ ევროპულ გამოცდილებასა და ავსტრიული LAG-ების ფუნქციონირების თავისებურებებზე იმსჯელეს. აგრეთვე, გაიმართა ვორქშოპი თემატური მიმართულებების დახვეწისა და სტრატეგიის შემუშავების შემდგომი ეტაპების დასაგეგმავად.

შეხვედრების დროს, LAG-ის მმართველი საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს SWOT ანალიზის შედეგები თემატური მიმართულებების მიხედვით და გამოკვეთეს რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები.

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი უკვე ზაფხულისთვის გეგმავს სტრატეგიის დასრულებას და პროექტის განხორციელების შემდეგ ეტაპზე გადასვლას.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით,  ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელშიც ჩართული არიან კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტი (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტი (ÖIR).