კასპში, სადგურ მეტეხის დასახლებაში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

456

კასპის მუნიციპალიტეტის სადგურ მეტეხის დასახლებაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 2 200 2 –ზე არსებული გზის სავალ ნაწილზე ბეტონს ასხამენ. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპსახალი ჭიათურაასრულებს.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულება 49 389 ლარია და მასზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ინსპექტირებას კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი ახორციელებს.