ბატონის ციხის ტერიტორიაზე ახალი მუზეუმი გაიხსნება

2067

თელავში, “ბატონის ციხის” ტერიტორიაზე, ახალი მუზეუმი გაიხსნება.  მუზეუმის მშენებლობისთვის 10 მილიონზე მეტი დაიხარჯა. ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს.

შიდა და გარე კაფეები, საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, ამფითეატრი, – ეს ყველაფერი დამთვალიერებლისთვის მაისის ბოლოდან გახდება ხელმისაწვდომი. მუზეუმს საინტერესოს ისიც ხდის, რომ შენობის ნაწილი მიწის ქვეშაა განთავსებული.