ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში წყალსადენის მშენებლობა და მაგისტრალის მოწყობა მიმდინარეობს

780

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ცნობით, ხალი წყალსადენის ქსელით 920 კომლი ისარგებლებს.

პროექტისთვის პირველ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 622 000 ლარი გამოიყო, ჯამში კი, პროექტი 4 მილიონი ლარით ფინანსდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „მარიამი ო.ბ. 2006“ აწარმოებს.

ობიეტზე სამუშაოები 2018 წლის ივნისის თვეში უნდა დასრულდეს.