ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 64 სოფელში ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 64 სოფელში არმირებული წესით ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ცნობით, მზა ბეტონის გატანას სოფლებში ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გეო-გრუპი“ აწარმოებს.

„სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან ერთად. მიმდინარე წელს ხელვაჩაურის სოფლებში გზების კეთილმოწყობისთვის ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება, აქედან მილიონ 400 ათასი ლარი აჭარის მთავრობამ გამოყო, რომელიც არმირებული წესით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაზე დაიხარჯება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები