წყალტუბოს სოფელ ბანოჯაში 4 წლიანი ლოდინის შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდებათ

616

წყალტუბოს მერიის ცნობით, სოფელ ბანოჯაში 4 წლიანი ლოდინის შემდეგ, 250 ოჯახს სასმელი წყალის პრობლემა მოუგვარდება.

უწყების ცნობით, პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, 2018 წლის ბოლოსთვის სასმელი წყლის უწყვეტად მიწოდებას გულისხმობს.

მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები სოფელში 50 ტონიანი სასმელი წყლის რეზერვუარის სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებენ.

„გაკეთდება ბიოფილტრები, გაუმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხი და უფრო სტაბილური გახდება მისი მიწოდება,“ – განაცხადეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში.