გორის საბავშვო ბაღებისთვის ხორცის მიწოდება კომპანიებს არ სურთ

“არსებობს საშიშროება, რომ მაისში საბავშვო ბაღები ხორცის გარეშე დარჩეს“ – ეს განცხადება სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორმა ლია კოვზიაშვილმა 19 აპრილს გააკეთა. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

გორის ბაღების სააგენტოს ცნობით, ტენდერში, რომელიც 3 აპრილს გამოცხადდა, არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა. 1 მაისიდან 31 მაისამდე საბავშვო ბაღებისთვის გათვალისწინებულია საქონლის ხორცი – სულ 3300კგ; თევზი – სულ 900კგ; ქათმის ფილე – 1800კგ და ქათმის ხორცი – 500კგ. ჯამური თანხა 71 ათას ლარს აღწევს.

სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი 19 აპრილით დათარიღებულ წერილში იტყობინება, რომ საჭიროა სკოლამდელი აღზრდის მართვის ორგანომ სასურველი კომპანია თავად მოძებნოს.

ხორცი საბავშვო ბაღებს კვირაში ერთხელ – ორშაბათს უნდა მიეწოდოთ.

მსგავსი სიახლეები