სასოფლო თემები საბჭოთა ოკუპაციამდე – თემის განვითარების გამოცდილება საქართველოში

1825

როგორი იყო სასოფლო თემები საბჭოთა ოკუპაციამდე და თემის განვითარების რა გამოცდილება არსებობს საქართველოში – ამ საკითხზე ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “იმედის დღეში” სათემო განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ანა მარგველაშვილმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ირაკლი ხვადაგიანმა ისაუბრეს.

გადაცემის სტუმრებმა იმ კონკრეტული ადამიანების ამბებიც გაიხსენეს, ვინც საუკუნის წინ, სასოფლო თემების შექმნით, საკუთარი სოფლების ახალი ისტორია შექმნეს.

სწორედ ამ ისტორიებზე შეიქმნა ახალი ფილმი – “ინიციატივა არ ისჯება”, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 18:30 საათზე,  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში (ოთარ ჩხეიძის 5) გაიმართება.