ზუგდიდში ბერიას ქუჩაზე საბავშვო ბაღი შენდება

991

ზუგდიდში ბერიას ქუჩაზე N2 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება.

ბაღში იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს.

უწყების ცნობით, შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება.

ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ ბერიას ქუჩაზე არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება.

მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ერთ წელიწადში დასრულდება.