ბათუმის ესტაკადის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ვიდეო

832

ბათუმის ესტაკადის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა – უშუალოდ ესტაკადის ხიდის მოწყობის (ბეტონირების) სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი პარალელურად ორი მიმართულებით ხორციელდება: 1. ესტაკადის(ხიდის) მშენებლობა. 2. ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მოწყობა. სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ესტაკადის საძირკვლის მოწყობის და უშუალოდ ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, ბურჯების არმირება დასრულებულია და ბეტონირების სამუშაოები ხორციელდება.
ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესში დაახლოებოთ 60 ადამიანია დასაქმებული, პროექტის მიმდინარეობის პროცესში ეს რაოდენობა 80-მდე გაიზრდება. 

პარალელურად, პროექტის მიხედვით, დასკვნით ეტაზეა ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა, ჯამში 1 კილომეტრიანი მონაკვეთი.

ბათუმის ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა სამუშაოების მწარმოებელი კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტი” სამუშაოების დამთავრებას მიმდინარე წლის ივნისში გეგმავს.
• ბათუმის ესტაკადის პროექტის ბიუჯეტი – 15 297 410 ლარია
• ესტაკადის სიმაღლე – 8,5 მეტრი
• ესტაკადის სიგრძე – 800 მეტრი

პროექტი ითვალისწინებს – ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და საკონტეინერო ტერმინალის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას