დარიალის ხეობაში გვირაბის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება

999

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დარიალის ხეობაში გვირაბის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 – კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით, 2 კმ-იანი გვირაბს აშენებს. მშენებლობა დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას მიმდინარეობს.

მ დროისათვის გვირაბის გაყვანა უკვე დასრულებულია და კონტურების გამაგრებისა და გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

დეპარტამენტის ცნობით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 51 892 174.44 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 140 ადამიანი.