ვიქტორ დოლიძე: არ არის სავალდებულო, ყველა ქალაქს ჰყავდეს მერი

1031

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებას გეგმავს. საუბარია მუნიციპალიტეტების შერწყმაზე იმ თვითმმართველ ერთეულებში, სადაც 2014 წლის რეფორმის შედეგად გაჩნდა თვითმმართველი ქალაქები. თუ პარლამენტმა მოიწონა ცვლილების პაკეტი, შესაძლოა 7 თვითმმართველ ერთეულს ქალაქის სტატუსი შეუჩერდეს. არადა თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც საქართველოში გატარდა ევროსაბჭომ დადებითად შეაფასა. 2013 წლის რეკომენდაციებიც იქნა შესრულებული. შედეგად, 2015 წელს ევროსაბჭომ საქართველოს მთავრობას მისცა საგზაო რუკა რეკომენდაციების და აიღო ვალდებულებად, ევროპული ქარტიის დამატებით მუხლებს შევერთებოდით.

“აიპრესი” დაინტერესდა რას ფიქრობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

მინისტრი განმარტავს, რომ ცვლილებები ევროსაბჭოში მოწონებულია, რაზეც კონსულტაციები იმართებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან.

“მე როგორც ვიცი, ახალი ცვლილებები მოწონებულია, რაზეც კონსულტაციები იმართებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ ცვლილებამ მოწონება დაიმსახურა და გვეუნებიან, რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია.

შეიძლება დაიწყო რაღაც პროექტი, გავიდეს 2-3 წელი და მას მერე ტრანსფორმაცია განიცადოს, რადგან იმ პერიოდისთვის რაც იყო… არჩევითობა როგორ იყო ისე რჩება, ამის ხელისმოკიდებას არავინ აპირებს, მაგრამ რაც შეეხება პატარა ქალაქებს, დიდი დაერქმევა, პატარა თუ რაც არ უნდა დაერქვას თვითმმართველ ერთეულს, ჩემთვის მთავარია იმ თვითმმართველ ერთეულში მოსახლეობამ იცხოვროს უკეთესად, შეიქმნას უკეთესი ეკონომიკა, საინვესტიციო გარემო, ჯანდაცვისა და სოციალური პირობები იყოს და არა მაინცდამაინც ის, რომ ყველა ქალაქს ჰყავდეს მერი, ვიცემერი, მათი მოადგილეები, სამსახურები და რაღაც დაუსრულებელი ბიუროკრატია.

მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ბიუროკრატიის, თუმცა ვხდები, რომ ბიუროკრატიის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ, მაგრამ ბიუროკრატია მაქსიმალურად უნდა შემცირდეს და ხარჯები გადატანილი იქნას ხალხის კეთილდღეობაზე. თუ ცვლილება ამას დაეფუძნება მისაღებია.

თვთმმართველობის დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ნებისმიერ ქვეყანაში, მთელი ევროპა აქეთკენ მიდის, სხვათაშორის ლატვიელებთან მქონდა ამაზე ლაპარაკი, ანალოგიური მოწყობა მათ 90-იან წლებში გააკეთეს და ახლაც გვეუბნებიან, რომ ჩვენ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვითო. ახლა ვერ გადაასხვაფერეს, რადგა არ ჰყავთ უმრავლესობა. სისტემურად ვეღარ შეცვალეს, მაგრამ ამბობენ, რომ ეს ჩვეთვის დიდი დარტყმა იყოო.

იმ პერიოდში, ჩვენ ამდენი თვითმმართველი ერთეული და ამხელა გაბერილი ბიუროკრატია, რომ არ გვქონოდა, შევძლებდით თანხების სხვა რაღაცეებისთვის აკუმულირებას და უფრო ეფექტურ ხარჯვას“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

წყარო: აიპრესი