გორის სოფელ თედოწმინდაში სასმელი წყლის სისტემას მოაწყობენ

572
ქვახვრელი, 25 მარტი, 2018 წელი, ამ ჭიდან ცენტრალური მილი ორი მიმართულებით ნაწილდება; გამანაწილებლიდან კი წყალი ჟონავს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში წყალმომარაგების ქსელი მოეწყობა, რომელიც მაგისტრალის, რეზერვუარისა და ტუმბოს მონტაჟს გულისხმობს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გორის  მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამჟამად სოფელში 45 ოჯახი ცხოვრობს, მოსახლეობა კი, წყალს წყაროდან იღებს ან ჭებით სარგებლობს. სოფელი  თედოწმინდა ტინისხიდის ადმინისტრაციულ თემში შედის.

მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაოებისთვის 117 000 ლარი გამოიყო და პროექტი მაისიდან დაიწყება.