ჩუღურეთის გამგეობა 3 თვეში განხორციელებული პროექტების მონაცემებს აქვეყნებს

872

ჩუღურეთის გამგეობა 3 თვეში განხორციელებული პროექტების მონაცემებს აქვეყნებს

უწყების ინფორმაციით, 2018 წელის იანვრიდან მარტის ჩათვლით 20 მისამართზე მოეწყო გზა, 16 მისამართზე თბილისური ტიპის ეზოში დაიგო ასფალტი; მოეწყო სავარჯიშო ფიტნეს ტრენაჟორების 4 მოედანი; მოსასვენებელი პავილიონები გაკეთდა 3 მისამართზე; სტიქიის შედეგად დაზიანებული 7 საცხოვრებელი სახლის სახურავს ჩაუტარდა რეაბილიტაცია;

რაც შეეხება სოციალურ პროექტებს ჩუღურეთის გამგეობამ  3130 ადამიანი დააფინანსა,  გამოკვლევებით უზრუნველჰყო 154 ადამიანი; ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადასცა 422 მცხოვრებს;  2103 განაცხადი დაკმაყოფილდა მედიკამენტებზე; ოპერაცია დაუფინანსდა 59 პირს; ბინის ქირით უზრუნველჰყოფილი იქნა 145 ოჯახი; მკურნალობა დაუფინანსდა ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ 97 ადამიანს; ზამთრისთვის შეშა დაურიგდა სოციალურად დაუცველ 150 ოჯახს;