ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებათა კონგრესის დელეგაციას შეხვდ

773

საქართველოს პარლამენტის, თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის დელეგაციას შეხვდა.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით დაგეგმილი ცვლილებები, მმართველი გუნდის ხედვა და გეგმები გააცნო.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა კომპეტენციებისა და ფინანსური დეცენტრალიზაციის, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობა. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ჩართულობის გაზრდის აუცილებლობაზე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული მხარე მიესალმება რეფორმის პროცესში ევროპელი პარტნიორების ჩართულობას და მათთან თანამშრომლობას.