ქუთაისის მერიის ოფიციალური საიტი რამდენიმე დღით გაითიშება

722

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური საიტი kutaisi.gov.ge რამდენიმე დღით გაითიშება. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მუშაობა მიმდინარეობს ახალ საიტზე, რომელსაც დაემატება ახალი ფუნქციები.

საიტი იქნება ორენოვანი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ახალ საიტზე სრულად აისახება ქალაქში მიმდინარე სიახლეები კულტურის, სპორტის, ტურიზმის ინფრასტრუქტურისა და სხვადასხვა მიმართულებებით.