ახალციხის მერის წარმომადგენლებისა და ასისტენტების პოზიციაზე 33 მოხელე დაინიშნა

წინა სტატია

ახალციხის მერიამ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შედეგად შერჩეული მერის წარმომადგენლები და მათი ასისტენტები დანიშნა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მერიაში 16 აპრილს ყველა შერჩეული საჯარო მოხელის დანიშვნის ბრძანება დაიწერა.

მერიას კონკურსი, წარმომადგენლებისა და ასისტენტების 36 პოზიციაზე ჰქონდა გამოცხადებული თუმცა მათგან სამი: მერის წარმომადგენელი ახალციხეში და წარმომადგენლის ასისტენტები კლდესა და ურაველში ვერ შეირჩა.

ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები