ცნობილია ქუჩები, სადაც ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება

729

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომა თქვა, რომ ზოგიერთ ქუჩაზე ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება. როგორც მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა თქვა, ამასთან დაკავშირებით “თელასის” მხრიდან მზაობა არსებობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“ელექტროგადამცემი ხაზები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, არამხოლოდ ელექტროგადამცემ ხაზებების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის, არამედ, ქალაქში გადაადგილებაშიც გარკვეულ შეფერხებებს იწვევს”, – თქვა კახა კალაძემ.

ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ შემდეგ ქუჩებში განთავსდება: ოდიშელიძის, ტაშკენტის, საირმისა და საბურთალოს ქუჩები.

ილია ელოშვილის თქმით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მიწის ქვეშ განსათავსებლად ხარჯების ნაწილი შესაძლოა მერიამაც გაიღოს.

“პროექტის მომზადება უახლოეს პერიოდში დაიწყება, “თელასთან” ჩვენ უკვე სიტყვიერად შევთანხმდით ამაზე, ისინი იზიარებენ ჩვენს ხედვებს. ზოგადად ეს ტენდენცია გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ, გარკვეულ სამუშაოებში “თელასს” შევეხიდოთ, მაგრამ ძირითად თანხას კომპანია გაიღებს”, – თქვა ილია ელოშვილმა.