თბილისის ისტორიულ ნაწილში შესაძლოა საბაგიროები გაკეთდეს

591

თბილისის მასშტაბით, ისტორიულ ადგილებში შესაძლოა, ახალი საბაგიროები გაკეთდეს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა.

მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე საბაგიროებისთვის ადგილებს არჩევენ.

“საბაგიროები განიხილება, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, საინტერესო ტრანსპორტად იმ არეალებში, სადაც განსაკუთრებით დიდი ტურისტული ინტერესებია”, – განაცხადა ელოშვილმა.