ზუგდიდში ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

975

ზუგდიდში თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
საინიციატივო ჯგუფის და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აქცია მერიასთან გამართეს. მათთვის მმართველი გუნდის გეგმები მიუღებელია.

“ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, ცენტრალიზებაზე ზრუნავს, რადგან ეშინია მოახლოებული არჩევნების, საკუთარი კანდიდატის დამარცხების”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ანა წითლიძე.

ხელმოწერები პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.

წყარო: იმედინიუსი