ცინცაძე-კარტოზიას ქუჩაზე 2 700 000 ლარის საგზაო პროექტი იწყება

611

“დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. ესაა ცინცაძე – კარტოზიას პროექტი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“დღეს ვიწყებთ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. ეს არის ახალი სატრანსპორტო კვანძი. ამ პროექტის განხორციელება დაახლოებით 2 700 000 ლარი დაჯდება და ხუთ თვეში დასრულდება. მოეწყობა ორდონიანი კვანძი გზაგამტარი,რომელიც უზრუნველყოფს ცინცაძე – კარტოზიას ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას.

ასეთი პროექტები საჭიროა, რომ ადამიანების კომფორტი და ურბანული საჭიროებები მოწესრიგებული იყოს. შეიძლება გაჩნდეს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ გადაწყვეტილებების მიღებას”, – თქვა მერმა.