თბილისის მერია მაღალი ძაბვის ელექტროხაზებთან დაკავშირებით „თელასს“ მიმართავს

თბილისის მერია ზოგიერთ ქუჩაზე გამავალ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან დაკავშირებით “თელასს” მიმართავს.

“ეს მგონია, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, არამხოლოდ ელექტროგადამცემ ხაზებების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის, არამედ, ქალაქში გადაადგილებაშიც გარკვეულ შეფერხებებს იწვევს.

როგორც ვიცი ბატონ ილიას დაწყებული აქვს მოლაპარაკებები თელასთან, რომ მოხდეს ელექტროგადამცემი ხაზების მიწაში ჩადება. ეს მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გამოვათავისუფლებთ ამ ქუჩებზე ძალიან დიდ მოცულობას და შესაძლებელი იქნება თავისუფლად გადაადგილება და ასევე მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების თვალსაზრისით”, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები