ქობულეთში საცხოვრებელი კორპუსების ეზოებს აწესრიგებენ

783

ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამწვანების სამსახურის ორგანიზებით კორპუსების ეზოების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ეზოებში მწვანე ზოლების მოწესრიგების პარალელურად დაწყებულია დაზიანებული სკამების შეკეთება. ასევე დაგეგმილია დაზიანებული გარეგანათების სისტემების აღდგენა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან და მერის მოადგილე სულხან მოწყობილთან ერთად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

”ჩვენი მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით სამომავლოდ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. ჩვენ შევისწავლეთ კორპუსების ეზოებში არსებული პრობლემები, რომლებსაც ეტაპობრივად გადავჭრით“ – აღნიშნა ქობულეთის მერმა.