ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

782

ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის მონიშვნები მიმდინარეობს. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები საგზაო ჰორიზონტალური და ავტობუსის გაჩერებების მონიშვნებს, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების და ვიბროხაზების მონტაჟს ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო და სანიაღვრე არხები მოეწყო, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარი დაიხარჯა.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მრავალწლიანი პროექტია და ეტაპობრივად ხორციელდება.

გასულ წლებში მოეწყო მიწისქვიშა კომუნიკაციები, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები და განხორციელდა ქუჩის ორმული შეკეთება.