ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში გზა მოასფალტდება

651

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში 3600 მეტრი სიგრძის გზა მოასფალტდება. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოებს  “ამბროლაურის ავტოგზა 10” აწარმოებს.

ონის მერმა ემზარ საბანაძემ სოფელ ღარში მიმდინარე გზის ასფალტირების სამუშაოები მოინახულა.