ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წარმომადგენლებთან თათბირი გაიმართა

802

„მომავალი წლიდან, რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5%-იანი თანამონაწილეობა აღარ იქნება“ – ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, დღეს, წრმომადგენლებთან თათბირის დროს განაცხადა.

მერის ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ბიუჯეტისთვის და გამოთავისუფლებული თანხები დეფიციტურ მიმართულებებზე გადანაწილდება. 

ნიკოლოზ თოფურიძემ დღევანდელ შეხვედრაზე, წარმომადგენლებისგან, სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოებსა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიღო ინფორმაცია.

ნიკოლოზ თოფურიძემ წარმომადგენლებს, მოსახლეობისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის გაცნობა დაავალა. როგორც მერმა აღნიშნა, მოსახლეობას არ აქვს სწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ, როგორ ხდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პრიორიტეტის მინიჭება, რასაც ხშირად აპროტესტებენ.