ხონის მუნიციპალიტეტში 10 ეკომიგრანტ ოჯახს სახლი დაუკანონდა

938

ხონში მცხოვრებ აჭარიდან ჩამოსახლებულ 10 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები საკუთრებაში გადაეცათ. ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სოზარ სუბარმა სამინისტროს მიერ, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის, შესყიდული სახლები დაათვალიერა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო.

საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, დევნილთა და განსახლების მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.