ბათუმში არდაგანის ტბასთან სატუმბი სადგურის მშენებლობა დაიწყო

697

კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგური შენდება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მოეწყობა მიწისქვეშა და პირველადი ნაკადის შემაკავებელი ავზები, სატუმბი სადგური და ორი გამცხრილავი.

სატუმბი სადგური უხვი ნალექის დროს სანიაღვრე წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს, რაც ქალაქის დატბორვის პრობლემას სრულად აღმოფხვრის.

სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის ღირებულება 5,3 მილიონ ევროს შეადგენს.

მშენებლობა 2020 წლის II კვარტალში დასრულდება.

“სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში შეზღუდულია ველობილიკზე გადაადგილება არდაგანის ტბის მიმდებარედ. ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო”,- განაცხადეს ბათუმის მერიაში.