ძველ რუსთავში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

547

ძველ რუსთავში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ძველ რუსთავში, ოდიშარიას ქუჩაზე, გზისა და ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

წმინდა ნინოს ქუჩიდან ცენტრალური პარკის ჩასასვლელში კი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, პანდუსებს მოაწყობენ.