ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ათი ახალი საბავშვო ბაღისთვის ინვენტარს შეისყიდის

901

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 10 მშენებარე ბაგა-ბაღის ინვენტარის შესასყიდად ტენდერს აცხადებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მერიის ცნობით, შესაძენ ინვენტარს შორისაა ავეჯი, სამზარეულოს დანადგარები, საოჯახო ელექტროტექნიკა, ჭურჭელი და სხვა საჭირო ნივთები.

დედაქალაქში მიმდინარე წლის ბოლომდე 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება. სამშენებლო სამუშაოები თითქმის ყველა ობიექტზე დასრულებულია. ამჟამად შიდა სარემონტო სამუშაოები და ტერიტორიების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

„ახალი ბაღები წელს საბურთალოს, გლდანის, ვაკის, ნაძალადევის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებს შეემატება, რითაც, დამატებით, 3000-ზე მეტი აღსაზრდელის მიღება გახდება შესაძლებელი“, – აცხადებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.