ქუთაისში საცხოვრებელთან ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ

494

ქუთაისში, ნიკეას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მცხოვრებლების განცხადებით, ბენზინგასამართი სადგური 70-მდე ოჯახისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ადგილობრივები შიშობენ, რომ მშენებლობას შეეწირება სკვერიც, რომელიც მათთვის ერთადერთი სარეკრეაციო ადგილია.

ადგილზე მივიდა ფირმის ხელმძღვანელი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურს აშენებს, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და ტერიტორია მალევე დატოვა.