ხაშურის და ხულოს საკრებულოებმა მეტროსადგურებში დაწესებული მოსაკრებელი გააუქმეს

660

ხაშურისა და ხულოს საკრებულოებმა დადგნილებები შეცვალეს და მეტროსადგურებისთვის შემოღებული დასუფთავების მოსაკრებელი გააუქმეს. ინფორმაციას რეგინფო ავრცელებს.

ხულოს საკრებულომ შესაბამისი ცვლილება 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში მიმდინარე წლის 9 მარტს შეიტანა, ხოლო ხაშურის საკრებულომ 3 აპრილს ძალადაკარგულად გამოცხადა 2015 წლის 2 თებერვალს მიღებული №8 დადგენილება და ახალი სამართლებრივი აქტი დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ ხულოს საკრებულოს დადგენილების თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებს და აეროპორტებს ევალებოდათ 1მ3 ნარჩენზე წელიწადში 6 ლარის გადახდა. ხაშურის საკრებულოს დადგენილებით კი, იგივე ტიპის ობიექტებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა 1 მ2 ფართობზე თვეში 4 თეთრი იყო.