თელავის მერი: რუისპირში საძოვარი კანონის დაცვით გასხვისდა

1116

წინა სტატია

თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი რუისპირელების აქციას ეხმიანება, რომლებიც საძოვრის გასხვისებას აპროტესტებენ. ნაკრელიშვილის თქმით, ტერიტორია, რომელზეც ადგილობრივები დავობენ, კანონის სრული დაცვით გაიყიდა და ამჟამინდელი მეპატრონე მიწის ხელახლა გაყიდვას არ აპირებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“საძოვარი, რომლის დაბრუნებასაც სოფელ რუისპირის მოსახლეობა ითხოვს, კანონის დაცვით არის გასხვისებული და მათი პრეტენზიები ამ შემთხვევაში მიუღებელია. როგორც მე ვიცი, აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელება იგეგმება, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან, რაც ბუნებრივია რაიონისთვის წარმატების მომტანი იქნება”, – აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები საძოვრის გასხვისებას აპროტესტებენ. მათ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და აქციის მონაწილეებს სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების საშუალებას არ მისცეს.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საძოვრების პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება. პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ ფიზიკური დაპირისპირება ხან  შეცდომით თუ საგანგებოდ გაყიდულ სოფლის საძოვარზე იმართება და ხან – პირდაპირ საკრებულოებში.